მაროკო ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს

მაროკო ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაროკო ღაზის ტერიტორიაზე დახმარების საჰაერო ბუშტების საშუალებით ჩამოგდებას გეგმავს.
მაროკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, მაროკოს სამეფო საჰაერო ძალების ექვსი გადამზიდი ხომალდი უკვე ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტისკენ მიემართება. ბენ გურიონის აეროპორტიდან მაროკოს საჰაერო ძალები ღაზის ჩრდილოეთით გაემართებიან, სადაც ჰუმანიტარული დახმარების შეკვრებს ჩამოაგდებენ.
ისრაელის მედიის ცნობით, მაროკოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ოპერაცია ისრაელთან კოორდინირებულია.