მიხეილ სააკაშვილი – ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით ჩავიდა სამშობლოში, ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდა რეჟიმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს

ალექსეი ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდნენ – კონკრეტულად ის რეჟიმი გაუსწორდა, რომელიც ქვეყანაში არის და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
სააკაშვილის შეფასებით, “ნავალნი ნამდვილი გმირი იყო”.
„მინდა ვთქვა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე მე გამოსვლის შესაძლებლობა არ მომეცა. ეს ის სხდომა იყო, რომელიც ს მოწამვლის შემდეგ მოხდა. ალექსეი ნავალნი ისევე, როგორც მე, თავისი ნებით საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ისევე, როგორც მე, რუსული რეჟიმის ტყვე გახდა და მას დაუნდობლად გაუსწორდნენ. კონკრეტულად ის რეჟიმი გაუსწორდა, რომელიც ქვეყანაში არის და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნის ტრაგედია მოხდა, ის ნამდვილი გმირი იყო.
მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი თემა ისევ ძალიან გააქტიურდა და ჩემი გათავისუფლება მოითხოვა პოლონეთის საგარეო მინისტრმა, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, ევროპის სახალხო პარტიის კომიტეტმა და ჩემი მიმართვა წაიკითხეს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ძირითადმა წარმომადგენელმა ევროპულ ინსტიტუტებში ნატალია ლუაზომ. აგრეთვე, ჩემი გათავისუფლება პოლონური დემოკრატიის ალიანსმა მოითხოვა. რაც მთავარია, ჩემს გათავისუფლებას ითხოვს ასობით ათასი ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის ხელმომწერი პეტიციის“, – განაცხადა სააკაშვილმა.