ირაკლი კობახიძე: მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად

მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არის ბევრი გამოწვევა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული მჭიდრო თანამშრომლობისა და დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს არის სამედიცინო საზოგადოება, ესენი არიან დევნილები, ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს თანამშრომლობა, კომუნიკაცია და იყოს ეფექტიანი მენეჯმენტი. ბატონ ს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას“, – აღნიშნა პრემიერმა.
Next: ირაკლი : მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს