„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ინფორმაციით, მათი ლიდერი დაიღუპა

დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ლიდერი, ხალიდ ალ-ბატარფი დაიღუპა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული.
„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოება ხალიდ ალ-ბატარფის სიკვდილის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მის ადგილს საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებს ალ-ბატარფი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული, საად ბინ ატეფ ალ-ავლაკზე კი – 6 მილიონი დოლარი. -ში აცხადებენ, რომ ალ-ავლაკი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისკენ საჯაროდ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ