ზურაბ აზარაშვილი დანიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს ანე ტოფტ სორენსენის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა სამინისტროს პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. დანიურმა მხარემ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკსის“ გენერალური მენეჯერი რანა აზფარ ზაფარი, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა “ნოვო ნორდისკსის“ მიერ წარმოებულ, ინსულინებსა და ანტი დიაბეტურ საშუალებებზეც ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. შეხვედრას კომპანია „ნოვო ნორდისკის“ ბიზნეს განყოფილების უფროსი ტურალ მამედოვი და დანიის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!