ირაკლი კობახიძე – მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საშუალებას მისცემს, საჯარო და კერძო სტრუქტურებში, რამდენიმე თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საშუალებას მისცემს, რომ რამდენიმე თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პირველივე საპილოტე წელს სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ამისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.
„მინდა მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის, რომელიც სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას უკავშირდება. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს, სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან იმისთვის, რომ ამ კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე, რათა სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს ანაზღაურებადი რამდენიმე თვიანი სტაჟირების გავლის საშუალება, საჯარო და ასევე კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა მაქსიმალურად გამართული იყოს. რა თქმა უნდა, პირველი წელი იქნება პილოტირების, შევხედავთ, როგორ დაინერგება ეს სისტემა და შემდეგ მის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ. თუმცა, იმისთვის, რომ პირველივე წელს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა იმისთვის, რომ ამ სისტემას საბოლოო სახე ერთად მივცეთ“, -განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…