რუსთაველზე გაბაშვილების ცისფერმაქმანიანი სახლის რეაბილიტაციისთვის 274 815 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

რუსთაველზე გაბაშვილების ცისფერმაქმანიანი სახლის რეაბილიტაციისთვის 274 815 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
თბილისის განვითარების ფონდი შოთა რუსთაველის გამზ. N54-ში არსებული შენობის (ე.წ გაბაშვილების ცისფერმაქმანიანი სახლი)სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადებების მირება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 274 815 ლარია.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N54-ში არსებული შენობის ფასადის და ღობეზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო, ასევე, მის მომიჯნავედ, ეკატერინე გაბაშვილის ქ. N6-ში არსებული კედლის გასუფთავების სამუშაოები.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვე.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად ხელშეკრულებით განსაზღვრულია შემდეგი ვადები.
სახურავი – 10 წელი; კარ-ფანჯრები – 5 წელი, საკეტები – 1 წელი; ღებვა – 3 წელი; იატაკი – 3 წელი; კონსტრუქციები – 50 წელი; წყალმომარაგებისა და წყალარინების გარე ქსელი – 10 წელი და ა.შ.
პრეტენდენტს 2020 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების (ფაქტობრივი შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ზე ნაკლები.

ასევე დაგაინტერესებთ