: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის

მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის
დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელსაც უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მ განაცხადა.
„მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ იმ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელსაც უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
Next: : მსოფლიოს ს დაბრუნება სჭირდება. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და ში

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად