რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, კიდევ ორი კი – ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ