ვანდალიზმის ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან ქართული ოცნება და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან.
ასევე, გეტყვით, რომ ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე იბრძვის.
მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქციაც დააანონსა.
ხვალ, 14 საათზე, ლევან ფიფიას მხარდასაჭერი აქცია იქნება, თქვენ იცით რა მოხდა დღეს ჯვარში. ჩვენ ვართ წალენჯიხელები, ჯვარელები, შეუგუებლები, მართლები და ლევან ფიფიასთვის, გმირის, მებრძოლის, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, ხვალ, 14 საათზე მხარდაჭერის სიტყვა და საქმე გავაერთიანოთ, – ამბობს წალენჯიხი მერი.