მოსკოვის სასამართლომ 9 მარტს 10-დღიანი პატიმრობა სტუდენტს მას შემდეგ მიუსაჯა, რაც მან WiFi-ს ქსელს პროუკრაინული სლოგანი “დიდება უკრაინას” დაარქვა. ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია RIA Novosti-მ გაავრცელა.
სტუდენტმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში WiFi-ს ქსელის სახელი შეცვალა და Slava Ukraini (“დიდება უკრაინას”) დაარქვა, რის გამოც სასამართლომ იგი “ნაცისტური სიმბოლიკის საჯაროდ გამოფენაში” ბრალდებულად ცნო.
RIA Novosti-ს ცნობით, ქსელის სახელის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიციის ოფიცერმა შეატყობინა.