ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მსოფლიოში 4 ყველაზე ძვირად ღირებული საკვები პროდუქტების სია გამოავლინა..
ჩამონათვალში პირველ ადგილს ესპანური ყველი – კაბრალესი იკავებს.. ის ძროხისა და თხის რძისგან მზადდება. 2,5 კილოგრამი კაბრალესის ფასი 32, 000 დოლარია..
მეორე ადგილზე – ნაყინი, სახელწოდებით ბიაკუიააა, რომლის ღირებულებაც 6,696 დოლარია.
ნაყინი იაპონიაში მზადდება. მისი შემქმნელების თქმით , ის იშვიათ ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც რთულად მოიპოვება.
„წელიწად-ნახევარი ვმუშაობდით, რომ ეს უჩვეულო გემოები მიგვეღო”,- ამბობენ ისინი..
მესამე ადგილს იკავებს კრაბის ნამცხვარი, რომლის ერთი ნაჭერიც 310 დოლარი ღირს..
მეოთხე ადგილზე კი არის გინესის რეკორდის მქონე კარტოფილი ფრი, რომლის ერთი პორციის ღირებულებაც 200 დოლარია.. მისი შეძენა მხოლოდ ნიუ იორკის პრესტიჟულ რესტორანშია შესაძლებელი.. შეფ მზარეული კარტოფილს ჯერ უმაღლესი კლასის შამპანურსა და ძმარში ხარშავს, შემდეგ სხვადასხვა ტემპერატურაზე ბატის ცხიმში წვამს.. ბოლო ეტაპი კი ტრიუფელის ზეთის, ყველისა და სპეციალური სოუსის მოსხმაა.
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს
„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ – ერთი ქალის სევდიანი ამბავი
უნდა გვედოს თუ არა საფულეში ფოტო – რა ნივთები უშლის ხელს ფინანსების მოზიდვას