წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი მებრძოლის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს.
თუ ვინ და რა მიზეზით დააზიანეს ბანერი, ამ დრომდე უცნობია. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან „ქართული ოცნება“ და მმართველი გუნდის მიერ „წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან“.
ცნობისთვის, ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია რუსი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან იბრძვის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქცია დააანონსა.