ღაზაში ბრძოლა გრძელდება, ღრმავდება ჰუმანიტარული კრიზისი

10 მარტს ღაზაში გრძელდება ბრძოლა, ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს მიუხედავად მოახლოებული რამადანისა – მუსლიმთა წმინდა თვის – და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისისა, რომელიც პალესტინელთა ამ ტერიტორიაზეა შექმნილი.
ღაზაში ღრმავდება შიმშილი – შედინება დაიწყო -ის, ესპანეთის, იორდანიის და სხვა ქვეყნების ჰუმანიტარულმა დახმარებამ, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ ეს დახმარება ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც ესაჭიროება 2,4 მილიონ ადამიანს.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეტევამ ისრაელზე – რასაც, ს მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანი.
ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს, ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე შეეწირა 31 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.