“ნაპოლის” ყველა დროის ბომბარდირების ათეული – რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენიმე გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერმა მ “პარტენოპეის” ფორმა ჯამში 79 შეხვედრაში მოირგო და 24 გოლი გაიტანა.
ჩვენებური ჯერჯერობით იტალიურ გუნდში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს და გუნდის ყველა დროის ბომბარდირებში ტოპ 20-სგანაც კი შორს არის.
სამაგიეროდ, ტოპ 10-ს 17 გოლი აშორებს ვიქტორ ოსიმენს და ის ჯერჯერობით მე-13 პოზიციას იკავებს. ნიგერიელმა “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 124 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო.
“პარტენოპეის” ყველა დროის ბომბარდირთა ათეული ასე გამოიყურება:
1) დრის მერტენსი – 148 გოლი 397 შეხვედრაში
2) ლორენცო ინსინიე – 122 გოლი
434 შეხვედრაში
3) მარეკ ჰამშიკი – 121 გოლი 520 შეხვედრაში
4) დიეგო მარადონა – 115 გოლი 257 შეხვედრაში
5) ატილა სალუსტრო – 108 გოლი 269 შეხვედრაში
6) ედინსონ კავანი – 104 გოლი 138 შეხვედრაში
7) ანტონიო ვოიაცი – 103 გოლი 193 შეხვედრაში
8) კარეკა – 96 გოლი 221 შეხვედრაში
9) გონსალო იგუაინი – 91 გოლი 146 შეხვედრაში
10) ჟოზე ალტაფინი – 89 გოლი 224 შეხვედრაში