თურქული ჩაის ორი თვის ექსპორტმა $6 მლნ-ს გადააჭარბა

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ჩაის სექტორის კომიტეტის თავმჯდომარის შაბან ტურგუთის განცხადებით, თურექთიდან ჩაი ექსპორტზე 85 ქვეყანაში გადის.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საზღვარგარეთ 1347 ტ ჩაის გაყიდვით ქვეყანამ 6 მილიონ 63 ათას 44 დოლარის შემოსავალი მიიღო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 661 ტონა ჩაის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3 მილიონ 274 ათას 872 დოლარი. ამგვარად, ქვეყნიდან ჩაის ექსპორტმა შარშანდელს გადააჭარბა, რაოდენობრივად ექსპორტი 104%-ით , შემოსავალი კი 85%-ით გაიზარდა.
ბელგია, და დიდი ბრიტანეთი იყო ტოპ სამი ქვეყანა, რომელმაც თურქეთისგან ყველაზე მეტი ჩაი იყიდა. აღნიშნულ პერიოდში ბელგიაში გაიყიდა 2 მილიონ 825 ათას 932 დოლარის ჩაი, აშშ-ში 637 ათას 645 დოლარის და 389 დოლარის – გაერთიანებულ სამეფოში.
თურქული ჩაი ასევე გაიყიდა მავრიტანიაში, იაპონიაში, ლიბერიაში, ხორვატიაში, კამერუნში, ნიგერიაში, სირიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, ჰონგ კონგში, სინგაპურში, ბურუნდში, გამბიაში, ვენესუელაში, კუბაში, ჯიბუტიში, ბრაზილიაში, დუბაიში, ანგოლასა და კამბოჯაში.

ასევე დაგაინტერესებთ