2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რეკლამაზე 11 მლნ ლარამდე დახარჯა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს რეკლამის ხარჯმა ჯამში 10 942 031 ლარი შეადგინა.
კერძოდ, ადმინისტრაციამ 2023 წლის პირველ კვარტალში რეკლამაზე 683 630 ლარი, მეორე კვარტალში – 3 849 090 ლარი, მესამე კვარტალში ასევე – 3 849 090 ლარი და მეოთხე კვარტალში 2 560 221 ლარი დახარჯა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის ჯამური ბიუჯეტი 40 403 244 ლარს შეადგენდა, საიდანაც ათვისებულია 39 715 085 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ