კოსტა სანიკიძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – რას ამბობს ექიმი “კურიერთან”

როგორია მსახიობ კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – როგორც “კურიერს” ექიმმა განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის მალე პალატაში განაგრძობს მკურნალობას. ექიმის თქმით, სანიკიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. ამ წუთას იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში, თუმცა მალე დატოვებს, რადგან მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. პაციენტს გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა, საკმაოდ მძიმე. ჩაუტარდა ოპერაცია. დეტალებზე არ ვისაუბრებ, ამ წუთის მონაცემებით, პაციენტი კარგად არის და სტაბილურად,” – აღნიშნა ექიმმა, მაია კიღურაძემ.
რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, სანიკიძის მეგობრებს თავდასხმის სავარაუდო მოტივებზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირთ და მიზეზს ვერ ასახელებენ. ახლობლები თავად კოსტა სანიკიძის ინფორმაციას ელოდებიან. ამასთან, სანიკიძის დედას, ამ ეტაპზე, კამერებთან საუბარი არ სურს.
“რუსთავი2-ის” პროექტის “პრაიმ ჰაუსის” ყოფილ მონაწილეს თავს გუშინ, გამთენიისას, თავისსავე სახლში დაესხნენ. “კურიერი P.S.-ის” ინფორმაციით, სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, გიორგი გველესიანია დაკავებული.
კოსტა სანიკიძის ახლობლები ჰყვებიან, რომ დაკავებულს თავდასხმის მცდელობა ორი კვირის წინაც ჰქონდა, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებენ

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს