7 ნოემბრისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდებზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს – იგეგმება მისი ონლაინ ჩართვა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთდროულად ორ საქმესთან დაკავშირებით იმართება პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში – საუბარია შვიდი ნოემბრისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდებზე. ორივე შემთხვევაში, გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა.
ამ წუთებში სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც კლინიკა “ვივამედიდან,” ონლაინჩართვა ექნება თავად ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტსაც. პროცესის პარალელურად კი, სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი