უკრაინის დაცვის ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 19 მარტს გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) მე-20-ე შეხვედრა 19 მარტს გაიმართება, გერმანიაში, -ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე – იუწყება აშშ-ის საჰაერო ძალები 9 მარტს.
“აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა… კვლავ მოიწვია თავდაცვის მინისტრები და მსოფლიოს მაღალი რანგის სამხედროები, რათა განიხილონ უკრაინის კრიზისი და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა გამოწვევა, რომელთა წინაშეც არიან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები” – ვკითხულობთ განცხადებაში.
UDCG -ი მოიცავს ნატოს 32 წევრ სახელმწიფოს, ახლა უკვე შვედეთსაც.
წინა შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართა და მასზე განიხილეს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო სისტემების და დრონების გაძლიერების საკითხები, იუწყებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.