საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი განიხილავს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, მისი ქვეყანა განიხილავს განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – რაც კიდევ ერთი ნიშანია ს მცდელობისა დისტანცირდეს ტრადიციული მოკავშირე სგან.
“სომხეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბევრი ახალი შესაძლებლობის განხილვა, და საიდუმლოს არ გავთქვამ, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს იდეა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებას”, – უთხრა მირზოიანმა თურქეთის საერთაშორისო ტელეარხს, TRT-ს, ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის პარალელურად.
“სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები… ახლა პროცესს გავდივართ… და ვერავინ დარწმუნებით ვერ იტყვის და ვერ იწინასწარმეტყველებს ამ პროცესის დასასრულს”, – დასძენს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ