ტყუილია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება – მდინარაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კარდიოლოგ ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ აბსოლუტური ტყუილი უწოდა.
„ისე კატეგორიულად დადეთ დღეს ეს განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა. მე არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი და პრემიერსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური ტყუილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ