საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს ევროზე | მიხეილ სააკაშვილი

“პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, ეს არის პირველი, რომ გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის, იმისათვის, რომ “ნაკოლს” იძლევიან ბანკებზე. პრაქტიკულად ივანიშვილს აქვს ყველაზე დიდი ბანკი ერთ-ერთი და ამავე დროს აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია ნებისმიერ დროს აგიწიოთ ან დაგიწიოთ ვალუტის კურსი, აკეთოს ამაზე ფული. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია, ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს, აღარავის აღარ ჰყოფნის ხელფასი, ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ, უნდა გადავიდეს საქართველოს ეკონომიკა ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო. […] მეორე, საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება მრავალშრიანი გადასახადები, ესეც არის კორუფციის წყარო”.