ნიკოლეიშვილი: …ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ

რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ
“რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, არ აწყობთ მათ საქართველოს არც სტაბილურობა და არც მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ,”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის – რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა”- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი და სრულიად ვეთანხმები. ვინმეს სჯერა, რომ დესტრუქციული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ რომ სადმე გაქრნენ?! რადიკალები ყველანაირად შეეცდებიან არჩევნების პერიოდში თუ არა მეორე დღესვე ქვეყანა შეაზანზარონ, არ აწყობთ მათ საქართველოს არც სტაბილურობა და არც მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ, ერიც და ბერიც, ხელისუფლებაც და თუ გნებავთ ოპოზიციაც, დიახ სწორედ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლისთვისაც სკამზე და ფულზე ძვირფასი ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხია. თუ კი ასეთები არ აღმოჩნდებიან მაშინ ღირსეული და კანონის შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ყველას!”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა