მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე – ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე

მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა და მისი პატივისცემით დარაზმული ქვეყნის მოსახლეობა, ეღირსებოდა ეს ქალი პრეზიდენტობას? – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ს მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.
კერძოდ, ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა: “საქმე გვაქვს უბედურებასთან – ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, ახლა ვხედავთ როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში”.
ფოჩხუას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა აღარ იცის, როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რისი ნათელი მაგალითიც მის მიერ ბაია პატარაიას დაჯილდოებაა.
“მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი პატივისცემით დარაზმული ქვეყნის მოსახლეობა, ეღირსებოდა ეს ქალი პრეზიდენტობას?
ამ ქალზე უარესი სახელმწიფო მოხელე ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. მე არ ვიცი კიდევ რა აქვს გეგმაში, მაგრამ ასანთი რომ უჭირავს ხელში კი ვიცი. იმდენად პატარა და ბოღმა ადამიანია, რომ როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღარ იცის. აბა მისი ბოლო გადაწყვეტილება, ბაია პატარაიას დაჯილდოება რა იყო? მე არ ვიცი კიდევ რა აქვს გეგმაში ამ ქალს, მაგრამ ასანთი რომ უჭირავს ხელში კი ვიცი. ასეთი მოღალატე ადამიანები კი როგორ ამთავრებენ, ყველამ იცის.” – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მათი დღის წესრიგით, რაც გულისხმობს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“ – რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მათი დავალებაა, შეძლებისდაგვარად განაგრძონ საბოტაჟი

არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით