მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პრემიერთანაც გადაამოწმა.
„ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი [„მთავარი არხის“] გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად ტყუილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, „მთავარი არხის“ ცნობით, მას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ