აშშ: წითელ ზღვასა და ადენის ყურეში ჰუსიტების 15 დრონი ჩამოვაგდეთ

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი ჰუსიტების 15 ერთჯერადი გამოყენების დრონი ჩამოაგდეს. სარდლობის განცხადებაში წერია, რომ ტერორისტები მსხვილმასშტაბიან თავდასხმას აწყობდნენ და დრონების განეიტრალებით რეგიონში უსაფრთხოებას იცავენ.
“ირანის მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ტერორისტებმა წითელ ზღვასა და ადენის ყურეში საფრენი აპარატებით მსხვილმასშტაბიანი თავდასხმა მოაწყვეს. ცენტრალურმა სარდლობამ და კოალიციიის ძალებმა ერთჯერადი გამოყენების უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს და დაადგინეს, რომ რეგიონში სავაჭრო გემებისთვის, -ს საზღვაო ძალების ხომალდებისა და თვითმფრინავებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ”. – წერია სარდლობის განცხადებაში.