,, მე კარგად მახსოვს, როდესაც ჩავჯექით წალენჯიხის ავტობუსში, იყო ბევრი ეჭვი…” – სააკაშვილი

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:
,,ახლა სრულდება ვარდების რევოლუციის 20 წელი და მე კარგად მახსოვს, როდესაც ჩავჯექით წალენჯიხის ავტობუსში, იყო ბევრი ეჭვი, რომ იქნებოდა თუ არა ბევრი ხალხი, წამოგვყვებოდა თუ არა გზაზე ხალხი, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ავტობუსი ვიყავით. მერე ქუთაისში გავჩერდით და ავკრიფეთ 5-6-ჯერ მეტი, მერე თბილისში დაგვხვდა გაცილებით მეტი. აჭარაში ხალხმა გააკეთა ეს ცვლილება, რაც გააკეთა.
მე მინდა, დღეს სწორედ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის წინ გითხრათ, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ სურს რუსი ოლიგარქის და რუსული ჩექმის ცხოვრება, არ სურს იყოს ვიღაცის კერძო საკუთრება, არ სურს იყოს, რომ ვიღაცებს ხვდება ყველაფერი, დანარჩენი საზოგადოება არის მონების და ყმების მდგომარეობაში.
მინდა ვთქვა, რომ ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალა, რომ აუცილებლად შევძლებთ ამათ გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ,“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ