პაატა მანჯგალაძე – ჩვენი მიზანი არ არის, ყველა ერთად ავიზილოთ და ავირიოთ, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ რესურსი არსებობს, იყოს სამი-ოთხი ცენტრი

ჩვენი მიზანი არ არის, ყველა ერთად ავიზილოთ და ავირიოთ, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ რესურსი არსებობს, იყოს სამი-ოთხი ცენტრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა, თუ არა, რომ გიორგი გახარიას პარტიაც დადგეს „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად.
მანამდე კი, დეპუტატმა გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობენ პარტიები, რომლებიც რესურსს ხარჯავენ განმარტებაში – „ჩვენ ნაცები არ ვართ“. მანჯგალაძის თქმით, ასეთი პარტიები არ საუბრობენ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ სამომავლოდ.
„საქართველოში, შეცდომით ჰგონიათ, რომ თუ პოზიტიურ დღის წესრიგს არ შექმნი და მთელი კამპანია იქნება ტალახის სროლა და სხვების ჩაძირვა, მათ შორის ეს გაუგებარია ოპოზიციის შიგნით, ამით ხმას მიიღებენ. რამდენიმე პარტია ვიცი, რომლებიც დროს, რესურსს გვახარჯვინებენ [იმის სათქმელად], რომ ჩვენ „ნაცები“ არ ვართ, ასეთი კამპანია აქვთ, დაკომპლექსებული. არ საუბრობენ იმაზე, თუ რა გაუკეთებიათ, რას გააკეთებენ მომავალში და რატომ უნდა აირჩიონ.
რეგიონებში კამპანია გვაქვს გაშლილი, ბიუჯეტი იხილება, პენსიონერს ჩამოეწეროს, გაუნულდეს სესხი, ასევე პენსიის გაზრდა, ამაზე ხელისუფლება აგვყვა და ცოტა გაზარდეს, ჩვენ უფრო მეტის გაზრდას ვითხოვთ და ამასაც მივაღწევთ. ბავშვთა კვება, ყოველი მეორე ბავშვი შიმშილობს და ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვითომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე უნდა იყოს, ჩემ ბავშვს ხომ არ შია და იქ, ვიღაც რომ შიმშილობს, რა უჭირს. ასევე, კაცი სანთლის ანთების გამო მოგვიკლეს და ვისი ბრალია? მანამდე პროპაგანდა იყო, ალბათ შეცდომაში შეყვანილი სასულიერო პირები გამოიყვანეს და თქვეს, აქ საყვარელი და მშვიდობიანი ხალხი მოდისო, შემდეგ ამ „საყვარელმა“ და „მშვიდობიანმა“ ხალმა ვაჟკაცი ბიჭი მოგვიკლა. ასეთი გარემოა. გულწრფელად რომ გითხრათ, მთელი დღის შემდეგ სახლში რომ მივდივარ, ქვეყანაში ასეთი რეალობაა, ე.წ. საზღვრებზე ხალხს იტაცებენ, ხალხს კლავენ, აქეთ ბავშვებს შიათ, კანდიდატის სტატუსს გიგდებენ, რუსი ჯაშუშები დათარეშობენ ქვეყანაში და რა მაძინებს სახლში-მეთქი, ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ მეტის გაკეთება არ შეიძლება?“.განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ თავისუფლება ხელშეუვალი გახდეს საჭიროა ევროპა, ამ ეროვნული იდეის გარშემო დარაზმვას კი, წინ უდგანან ვიწრო პარტიული ამბიციები, ვიწრო ეგოები და პატარა ადამიანები.
მან უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას პარტია დადგეს „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად.
„ჩვენი მიზანი არ არის, ყველა ერთად ავიზილოთ და ავირიოთ, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ რესურსი არსებობს, სამი-ოთხი ცენტრ იყოს. 2020 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 48%-ით 90 ხმა მიიღო. რომ ყოფილიყო 5%-იანი ბარიერი „ქართული ოცნება“ 90 ხმის ნაცვლად მიიღებდა 97-98 ხმას. ეს გათვალეს და „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მარტივად იფიქრა, რომ რატომ დავთმოთ დემოკრატიის ხათრით ეს 8 მანდატიო. ამ 8 მანდატს ებღაუჭება და გვეუბნებიან, 2%, 3% თუ არ გაქვთ, რა გინდათ ხელისუფლებაშიო. მეც იმავეს ვეუბნები, 2%-ის თუ გეშინიათ, რა გინდათ ხელისუფლებაში? ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ბარიერის პრობლემა არ გაქვს. მეორე, შეიძლება კანონების დონეზე კი არის თანაბარ კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობა, მაგრამ ფინანსურად? იქეთ დგას თავის ოლიგარქიის, ძველი, ჩამპალი სისტემით და აქეთ დგას პატიოსანი ხალხი შიშველი ხელებით და სიმართლით, მაგრამ მაინც მოვუგებთ! მე ნიჰილიზმს მართლა არ ვტოვებ იმიტომ, რომ კონსულტანტებთან ერთად აღმოვაჩინეთ ხარვეზები და სისუსტეები, მათ შორის ჩვენი ხარვეზები და „ქართული ოცნების“ სისუსტეები“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას