შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
„ახლახან ჩავედი კიევში უკრაინის ლიდერებთან შესახვედრად,” – დაწერა ლოიდ ოსტინმა სოციალურ ქსელში.
მისი განმარტებით, ის კიევს მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად ეწვია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარეს დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ახლა, ასევე მომავალში.
