NYCB-ის მთლიანი დეპოზიტი $77.2 მილიარდამდე შემცირდა

Reuters-ის ცნობით, 7 მარტს ნიუ-იორკის სათემო ბანკის (New York Community Bancorp) დეპოზიტმა $77,2 მილიარდი შეადგინა, რაც 5 მარტის მონაცემებზე ($83 მილიარდი) 7.5%-ით ნაკლებია. ამ ყოველივემ, მისი აქციების 3.3%-იანი შემცირება გამოიწვია.
კრედიტორმა ასევე თქვა, რომ მისი სტრატეგიული ინიციატივები წლის განმავლობაში მოიცავს კომერციული უძრავი ქონების ექსპოზიციის შემცირებას.
ოთხშაბათს NYCB-მ განაცხადა, რომ მან 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა ინვესტორებისგან, მათ შორის -ს ფინანსთა ყოფილი მდივნის სტივენ მნუჩინის Liberty Strategic Capital-ისგან.
ცნობისთვის, New York Community Bancorp შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკების სიაშია და არის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორი ნიუ-იორკში.