ყოფილი ცოლის მანქანის დაწვის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და მუქარა ედება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი ყოფილ ცოლს ჯერ იარაღით ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა, შემდეგ კი ყოფილი ცოლის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა და დაწვა.
-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 11 პრიმა 187-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ