ჩინეთისთვის სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის -ს არმიის ანალიტიკოსს ბრალი წარუდგინეს

ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის -ს არმიის დაზვერვის ანალიტიკოსს, სერჟანტ კორბეინ შულცს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. შულცი კენტუკის შტატში 5 მარტს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, კობეინ შულცმა საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 42 000 აშშ დოლარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შულცმა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო. შულცის მიერ გაცემული ზოგიერთი დოკუმენტი შეეხებოდა აშშ-ს ზებგერით აღჭურვილობას და აშშ-ს ცნობებს ჩინეთის სამხედრო მზადყოფნის შესახებ.
” საფრთხეში აგდებდა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას” – თქვა FBI-ს ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა