Netflix-მა დახურა სერიალი „ჩრდილი და ძვალი“ და გააუქმა მისი სპინოფის „ყვავების ექვსეულის“ გადაღების გეგმები.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ჰოლივუდის სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვები გახდა, რის გამოც სერიალების ავტორებმა წარმოება დროულად ვერ დაიწყეს.
„ჩრდილისა და ძვლის“ პრემიერა 2021 წელს შედგა, 2023-ში კი სერიალის მეორე სეზონიც გამოვიდა. შოუ ლი ბარდუგოს წიგნების მიხედვით არის გადაღებული. მას საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა სერიალის ნახვების რაოდენობა წარმოების სიძვირეს ვერ ანაზღაურებდა.
ნახეთ, როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები