დათო ევგენიძე: ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუ უნდა იყოს გეი, თუ არ უნდა, ნუ იქნება, მაგრამ, ბავშვის უფლებები არ უნდა შეილახოს

ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუ უნდა იყოს გეი, თუ არ უნდა, ნუ იქნება, მაგრამ, ბავშვის უფლებები არ უნდა შეილახოს, იმიტომ რომ როდესაც ბავშვს მამაც მამა ჰყავს და დედაც მამა, ან პირიქით, იმ ბავშვს არავინ ეკითხება, უნდა რომ ასე იყოს?, – ამის შესახებ მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ ანტიპროპაგანდისტული საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

„ეს უნდა იყოს გათვალისწინებული კანონმდებლობით, იმიტომ რომ ეს უკვე პროპაგანდაა“, – აღნიშნა ევგენიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს