მიხეილ სარჯველაძე ვეტოზე – დიდი ინტერესით გავეცანი მოტივირებულ შენიშვნებს, მოლოდინი მქონდა, რომ ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერით იქნებოდა განპირობებული, მაგრამ უარყოფითად გაოცებული დავრჩი – თქვენ იქ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი სამართლებრივად სწორია

პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტი აბსოლუტურად გაუმართავია, ლოგიკურად არათანმიმდევრულია – იქ თქვენ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, სამართლებრივად სწორია და შემდეგ პრეზიდენტი საუბრობს არა იმაზე, თუ რატომ არ ეთანხმება ამ ინიციატივას, არამედ ახალ ინიციატივას აყალიბებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ პრეზიდენტის ვეტოზე განაცხადა, რომელიც “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებს დაადო.
როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში შინაარსობრივად დაადასტურა, რომ მიღებული ცვლილებები მართებული იყო.
“სრულიად გულწრფელად ვამბობ, რომ დიდი ინტერესით გავეცანი მოტივირებულ შენიშვნებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო კონტრარგუმენტი. პრინციპში, მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერით იქნებოდა განპირობებული და არ იქნებოდა სამართლებრივი არგუმენტაცია, მაგრამ მენდეთ, რომ ნამდვილად უარყოფითად გაოცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე დოკუმენტი, რასაც ვეტო ჰქვია. იქ თქვენ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, სამართლებრივად სწორია, იმიტომ, რომ თვითონ ხვდება პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება მოადგილე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული, ამას ხვდება და შემდეგ საუბრობს არა იმაზე, თუ რატომ არ ეთანხმება ამ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული, არამედ ავითარებს მსჯელობას, რომ ადრე მიღებული ცვლილებების მიხედვით უნდა მოხდეს კონსტრუირება სი, ან დაკომპლექტება და ა.შ. ახალ ინიციატივას აყალიბებს. აბსოლუტურად გაუმართავია, ლოგიკურად არათანმიმდევრული, ვეტო, რომლის განხილვაზეც ვსაუბრობთ,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა