ბაკურიანში ბავშვთა თასი 2024 გაიმართება – ღონისძიების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

წელს „ს“ sCool Card-ი „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერია. აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 10 მარტს „ბავშვთა თასი 2024“ ბაკურიანში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც რეგიონის სპორტსკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.
„ბაკურიანი მთის კლუბების ასოციაცია 2018 წლიდან ყოველ წელს ატარებს ბავშვთა სათხილამურო შეჯიბრს. ბავშვთა თასის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრების, მათ შორის საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით შეჯიბრი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობენ ხელს სფეროს განვითარებას“,- აცხადებენ მთის კლუბების ასოციაციაში.
ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრის შედეგად U10, U12, U14 ასაკობრივ კატეგორიებში 6 გამარჯვებული გამოვლინდება.
„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერები ვართ. ღონისძიება წარმოადგენს შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შეიძინონ ახალი მეგობრები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბაკურიანში. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიძენენ“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება