“ვთხოვე, ჩვევები შეეცვალა, მან კი…” – რა თქვა კალცონამ “კვარასთან” ურთიერთობაზე?

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Cronache di Spogliatoio-სთან ინტერვიუში ს შესახებ ისაუბრა.
სრული ინტერვიუ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ჟურნალისტმა ემანუელ კორციმ მისი და კალცონას საუბრიდან რამდენიმე თემა გამოჰყო.
“სანამ სრული ინტერვიუ დაიდება, დაგასპოილერებთ. ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თუ როგორი ურთიერთობა აქვს კალცონას კვარაცხელიასთან. ქართველის შესახებ ყველა დადებითად საუბრობს, მოედანზეც დიდ პატივს სცემენ. ვიცი ისიც, რომ შეყვარებულის მიმართ ძალიან ყურადღებიანია.
რაც შეეხება კალცონას, იტალიელი ძალიან თვითკრიტიკულია. მან “კვარაზე” მითხრა: “ხვიჩას ვთხოვე, რომ დაცვაში ხშირად ჩამოსულიყო, უფრო სწრაფად ემოქმედა. მან ჩემი გაოცება
მოახერხა. ის შესანიშნავი ბიჭია და ჩემი თხოვნა უსიტყვოდ შეასრულა”, – განაცხადა კალცონამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლის” ქომაგებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ