დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და უახლესი დრონებისთვის 325 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სრულ პაკეტს გამოყოფს, რათა პუტინის უკანონო შემოჭრასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინვესტიციები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 ათასზე მეტი დრონი იქნება მიწოდებული, შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მსოფლიო თავდაცვითი მრეწველობები გამოვიყენოთ 2024 წლის განმავლობაში უკრაინისთვის ახალი წამყვანი დრონების გადასაცემად,” – განაცხადა შაპსმა.