თურქეთმა რუსეთში ექსპორტი მესამედით შეამცირა – The Moscow Times

თურქეთმა რუსეთში ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვალში, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის $1 მლრდ-დან 33%-ით – 670 მლნ-მდე შეამცირა. სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიზეზი -ის მეორადი სანქციების რისკია. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით The Moscow Times წერს.
2023 წლის 2 თვის ბოლოს თურქეთის ექსპორტმა ს ფედერაციაში $1,29 მლრდ შეადგინა, ერთი წლით ადრე კი $2 მლრდ-ს გადააჭარბა, ახლა რუსეთს თურქეთის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 3,2% უკავია.
იმპორტი რუსეთიდან თურქეთში თებერვალში მესამედზე მეტით (36,65%) – 2 მილიარდი დოლარიდან 1,3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა წელიწადში.
ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა იანვარშიც. თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 39%-ით შემცირდა და $631 მლნ შეადგინა, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის $1 მლრდ-თან შედარებით.
გამოცემა წერს, რომ სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიზეზი აშშ-ს მეორადი სანქციების რისკი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 22 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნება დართო ფინანსთა სამინისტროს დაეწესებინა სანქციები უცხოური ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ან ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.
ამის შემდეგ, თურქეთის ბანკებმა დაიწყეს რუსეთის ფედერაციის კლიენტებთან ურთიერთობის გადახედვა. სიტუაცია შეეხო რუს ნავთობის ექსპორტიორებსაც.თებერვლის დასაწყისში თურქულმა ბანკებმა რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყეს.
კრემლმა განაცხადა, რომ დიალოგს აწარმოებს თურქეთთან პრობლემის გადაჭრის მიზნით. 20 თებერვლამდე ზოგიერთმა თურქულმა ბანკმა განაახლა პირდაპირი გადახდები რუსეთთან, მაგრამ მხოლოდ საქონლის „მწვანე“ ჩამონათვალისთვის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქსოვილებისთვის.