ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

პარიზი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში პოლონელ კაროლინა სტრავიცკას სძლია, ანგარიშით 15:8, ფინალური ბრძოლა კი იტალიელ როსინა პასკუინოსთან ანგარიშით 15:9 დათმო.
ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი, ანგარიშით 15:5, დაამარცხა, ფინალში კი პოლონელ კინგა დროჟდთან დამარცხდა, ანგარიშით 15:7.
შეგახსენებთ, პარიზი 2024 მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები დღეს გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”