ამერიკელები გააფრთხილეს მოსკოვში „ექსტრემისტებისგან“ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ

შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების ორგანიზებას.
საელჩო -ის მოქალაქეებს ურჩევს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში თავი აარიდონ ხალხმრავალ ადილებს, თვალ-ყური ადევნონ ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ცნობებს და ყურადღებით დააკვირდნენ გარემოცვას.
აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ბრიტანელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მოგზაურობისგან. დასავლეთის ამ სახელმწიფოების და ს ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია ში ომის გამო.
რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ის საელჩოს პასუხად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, დღეს, 8 მარტს მოსკოვში დაგეგმილია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება