ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თურქეთში გადასვლას გეგმავს, რათა პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები საქართველოში არსებულ ფასებს შეადაროს. ხაბეიშვილმა სარფის საბაჟოზე აღნიშნა, რომ ამავე მიზნით ის აზერბაიჯანში იყო გადასული, სადაც პროდუქტები ბევრად იაფია.
“ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას, რომლის მოსახლეობაც და მოქალაქეც მინიმუმ ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით. შესაბამისად, ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ჩვენ გვაქვს მთავარი კითხვა ივანიშვილთან, მდინარაძესთან და კობახიძესთან: რატომ არის, რომ საქართველოს მოქალაქეს მაღაზიაში, ბაზარში, მარკეტში შესვლის ეშინია იმდენად იმატებს პროდუქტის ფასები და როგორ მოახერხა ივანიშვილმა და კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ, რომ რეგიონში ყველაზე ძვირი პროდუქტები საქართველოშია”, – თქვა ხაბეიშვილმა.