კოკომიას ახალი პროდუქტი – ღვინის ბონბონების კოლექცია ღვინის სამშობლოდან

ხელნაკეთი შოკოლადის ბუტიკი CocoaMia! / კოკომია! მოხარულია წარმოგიდგინოთ სრულიად ახალი პროდუქტი – ღვინის ბონბონების კოლექცია.
კოკომია ბაზარზე გამოჩენის დღიდან მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელს სისტემატიურად შესთავაზოს ახალი, უჩვეულო და დახვეწილი გემოები. ამჯერად ჩვენი ინსპირაციის წყარო ქართული ღვინო გახდა. საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სწორედ ამიტომ ღვინის ბონბონების კოლექციის შექმნა ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო.
ამ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს ღვინის კოლექციის ფარგლებში 3 უნიკალურ გემოს სთავაზობს:
საფერავის ბონბონი – რძიანი შოკოლადის გარსში მოთავსებულია შატო მუხრანის ბრენდის საფერავისგან დამზადებული მარმელადი და ამავე ღვინოზე დამზადებული გლინტვეინის განაში. აღნიშნული ფენების კომბინაცია ქმნის ქართული ღვინისა და ბელგიური შოკოლადის გამორჩეული გემოს კომბინაციას.
ბონბონი შარდონე – თეთრი შოკოლადის გარსში მოთავსებულია ასევე შატო მუხრანის შარდონეს ღვინისგან დამზადებული ღვინის მუსი. მეორე ფენად კი დამატებულია ფრანგული ყველი ბრის უნაზესი განაში. შარდონეს ღვინო და ყველი ბრი კლასიკურ კომბინაციად არის აღიარებული, ხოლო უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადთან კომბინაცია სრულიად ახალ გემოდ გარდაიქმნება.
ბონბონი მანავის მწვანე – თეთრი შოკოლადის გარსში მოთავსებულია მანავის მწვანეს ღვინისგან დამზადებული მუსი. ეს ბონბონი განსაკუთრებით ალკოჰოლის შემცველი ტკბილეულის მოყვარულ მომხმარებელს გაახარებს, რადგან მკვეთრად იგრძნობა ღვინის ტონები, მანავის მწვანისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ხილის არომატები და თეთრი შოკოლადის ნაზი გემო.
კომპანიის ამ და სხვა პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ცალობით, ასევე სასაჩუქრე ყუთების სახით. ჩვენი კონსულტანტები ყოველთვის ღიმილითა და დიდი სიყვარულით გიმასპინძლებენ კოკომიას შოკოლადის სივრცეში, რომელიც ამ ეტაპზე ბაზარი ორბელიანის მეორე სართულზე მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ