რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ჯარებმა წუხელ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღაზიები, სასტუმრო და დაახლოებით 13 ავტომობილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
ამასთან, გუშინ რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქი დაბომბეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის თქმით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ც გამოეხმაურა.
“რუსეთმა სუმის ოლქს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. არიან დაშავებულები, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახი და მეგობრები დაკარგა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ბოროტებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით