ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზაში დახმარების შესატანად დროებითი პორტის შექმნა დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს დაავალა, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას, რომელიც ხელს შეუწყობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.
”ვაძლევ ბრძანებას -ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზას სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს”, – განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიან.
„ამერიკული ჩექმა არ იქნება ადგილზე. დროებითი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ღაზაში ყოველდღე ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის ზრდას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს თავისი როლი და ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას.
ს ხელმძღვანელობას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი ან ვაჭრობის საგანი. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს”, – აღნიშნა ბაიდენმა.