კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 0:3 დამარცხდა და პრაქტიკულად შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
პირთამდე სავსე სტადიონზე უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ და დევიდმა დააწინაურა. შემდეგ „ლილს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ჰარალდსონის თავური მეკარე იაროშმა მოიგერია. სწრაფი კონტრიერიშისას კიტეიშვილმა ქუსლით ლამაზი პასი ჰორვატს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სარკარიას გადააწოდა და მას გატანა მეკარე შევალიემ არ დაანება.
აქტიურმა დევიდმა მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა. დევიდს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ იაროშმა არ გაატანინა. ამას კიტეიშვილის დრიბლინგი და ძელს
გარტყმული ბურთი მოჰყვა. „ლილმა“ კი ანგარიში გაზარდა – ჟეგროვას თითქოს გათამაშებული კუთხურიდან უნდა ჩაეწოდებინა, მაგრამ კარში ჩაახვია ბურთი და იაროშმა არგასაშვები გაუშვა.
კიტეიშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.4.
საპასუხო შეხვედრა 15 მარტს საფრანგეთში გაიმართება.
შტურმი – ლილი 0:3
გოლები: 0:1 დევიდი (28),0:2 დევიდი (51), 0:3 ჟეგროვა (71)