შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა

შტორმის გამო, შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ჩაიძირა თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი (“Kafkametler”), რომელზეც 12 ადამიანი იყო, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება.
შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ზონგულდაქთან ახლოს მოხდა.
„როცა ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის შს მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს