მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-მ, რომელიც Facebook-ს და Instagram-ს ფლობს, 5 მარტს მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო 3 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა. ამის შესახებ editorji.com იუწყება.
გლობალური ტექნიკური ხარვეზი მილიარდობით ადამიანს შეეხო, რომლებიც საკუთარ ანგარიშებზე ვერ შედიოდნენ.
ტექნიკური პრობლემები დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში შეინიშნებოდა.
მილიარდიანი ზარალის მიუხედავად, მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანის პოზიცია მაინც შეინარჩუნა.
წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი WhatsApp Business-ის აპლიკაციაში პროგრამირების ინტერფეისის პრობლემების გამო დაფიქსირდა. ის Meta-ს კუთვნილებაში არსებულ სხვადასხვა პლატფორმას – Instagram-ს, Facebook-ს, Threads-ს და Messenger-ს შეეხო.