გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, ეს არის დემოკრატია, ეს არის სხვადასხვა აზრის წახალისება – თემურ ალასანია

დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები. ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით, – აცხადებს თემურ ალასანია.
ყოფილი პრეზიდენტის ბიძა შტატებში ემიგრანტებს შეხვდა და დასვა რიტორიკული კითხვა – “რატომ ვამბობთ უარს ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე?”.
“დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რასაკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება. მოდი, შევულოცოთ ერთად და ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და დაგვიბრუნდება. არ მოხდება!
გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები,“ – აცხადებს ს ბიძა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ